LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინის 322 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, მათ შორის პოროშენკოს შვილს და იულია ტიმოშენკოს

92

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 322 მოქალაქესა და 68 კომპანიასთან მიმართებაში სპეციალური შემზღუდავი ეკონომიკური ზომების დაწესებაზე.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

„სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესება ხდება უკრაინის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე უნაღდო ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და საკუთრების ბლოკირებას (გაყინვას). სანქციები გავრცელდება 322 ფიზიკურ და 68 იურიდიულ პირზე,“ – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიაში მათ შორის მოხვდნენ პეტრო პოროშენკოს შვილი, უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.

რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კონტრზომები მიმართულია კიევის არამეგობრულ ქმედებებზე რუსეთის მოქალაქეებთან და კომპანიებთან მიმართებაში და მათი გაუქმება მოხდება თუ უკრაინა თავის სანქციებს გააუქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g