LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს დეფოლტი ემუქრება – 12 მარტიდან მის ეკონომიკაში ევრო აღარ შევა

111
download

უახლოეს მომავალში, რუსეთში ევროს „დეფიციტი” იქნება. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ეკონომიკური სანქცია აამოქმედა. ევროსაბჭოს მიერ გაცემული სანქციის მიხედვით, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/იმპორტი სრულად აიკრძალება.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროს მიწოდების აკრძალვა ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე კომერციულ ბანკებს, ფინანსთა სამინისტროს და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

ამ ყველაფრის ფონზე, ოკუპანტ ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ დაკეტილია. რუბლი რეკორდულად გაუფასურებული. დასავლური ბიზნესები ქვეყანას ტოვებენ. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სავალუტო ობლიგაციების დეფოლტის ალბათობა“, – აცხადებენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები