LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა ესაუბრო – პეტრო პოროშენკო

71
petro_580dd2f5918d8

„რუსეთთან საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება“- ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა  Fox News-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციას დღეს ცხადად ესმის რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან მომავალი საფრთხე.

„აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია სწორად მოქმედებს არა მხოლოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნაწილში, არამედ იმ საკითხშიც, რაც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება“, – განაცხადა პოროშენკომ

მან ასევე ისაუბრა მოსკოვის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანია “რუსეთის იმპერიის დიდება” აღადგინოს: “მას სურს განაახლოს, აღადგინოს, რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი და მისთვის ამ მიზნის მიღწევაში წითელი ხაზები არ არსებობს”- თქვა პოროშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g