LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს სურს უკრაინა ორად გაყოს, კორეიზაციის პროცესის დაწყებაზეა საუბარი: ვახტანგ მაისაია

192
1611305874-201627-2021-04-30_12-25-37_332338 (2)

34 დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. ამის პარალელიურად კი მხარეებს შორის გრძელდება მოლაპარაკების პროცესი.

რას აჩვენებს მიმდინარე მოლაპარაკებები და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ან დასრულდეს პროცესები? ამ თემაზე სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაიასაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„საუბარი თუ ვის აწყობს ეს მოლაპარაკებები ნაადრევია, თუმცა თუ ისე დასრულდა, როგორც დღეს, ეს უკრაინისთვის ეს იქნება ბევრად მომგებიანი. ფაქტობრივად, უკრაინა გამოდის გამარჯვებული იმიტომ, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს.

რუსეთის აგრესორებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც მათ ჰქონდათ განზრახული. შესაბამისად, ბუნებრივია რომ საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზეა საუბარს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინის საერთაშორისო სტატუსი ბევრად მაღლა იწევა, იმის გათვალისწინებით, რომ გაერო უშუალოდ იქნება გარანტორი უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, რა თქმა უნდა ნეიტრალიტეტის ფორმატში. მეორე მომენტი არის ის, რომ უკრაინას ასევე ექნება შანსი რომ გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები

„ფორტუნას“ კითხვაზე რა სტრატეგია იკვეთება რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებებში, რომლის თანახმად უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა და ახლა ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს და მისი თქმით სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთავარი მიზნები არ იქნება შესრულებული, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ შოიგუს განცხადებები გულისხმობს რუსეთის მიზანს, ორად გაყოს უკრაინა.

სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ პირველად გამოჩნდა – რაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა

„როდესაც ომი დაიწყო ვთქვი, რომ რუსეთის ძირითადი იდეა იყო ხარკოვის, დონეცკისა და პირობითად რომ ავიღოთ ოდესის სამკუთხედზე გასვლა და ამ ტერიტორიების აღება და უფრო მეტი ინტერესი ჰქონდა რუსეთს დნეპრის მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს სურდეს უკრაინა ორად გაყოს, ჩრდილოეთ-სამხრეთის კუთხით. კორეიზაციის პროცესის დაწყებაზეა საუბარი. დონბასის დაკავება რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში გახდეს სავაჭრო თემა.

სეპარატისტული რეგიონების ბედი უშუალოდ გადაწყდება პუტინისა და ზელენსკის პირისპირ საუბრის დროს. როგორც ჩანს კრემლი კვლავ ავითარებს მინსკი 2-ის შეთანხმების ჩაგდებას, რაც ითვალისწინებს სეპარატისული რეგიონების გარანტად ქცევას, რომ უკრაინამ არ გადაუხვიოს პროდასავლური მიმართულების გზაზე.

ეს იგულისხმა შოიგუმ, მისი მთავარი იდეაა, რომ მთლიანად მოხდეს დონბასის ტერიტორიების ოკუპაცია და შესაბამისად მაქსიმალურად მოხდეს უკრაინის სამხრეთ და ცენტრალური ტერიტორიების დაკავება. ბუნებრივია, რომ რუსები შეეცდებიან, გაიჭრან მოლდოვის დნესტრისპირეთისკენ და იქონიონ მოლდოვაზე სერიოზული ბერკეტი. ეს იყო უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი წინაპირობაც“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g