LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ყოველი მესამე ავტომობილი არის Lada

29

ანალიტიკურმა სააგენტო ”ავტოსტატმა”  რუსეთის მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი შეისწავლა. 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რუსეთში ყოველი მესამე ავტომობილი არის Lada. ამასთან, ყველაზე პოპულარული ავტომობილი არის Lada -2107.

2017 წელს რუსეთის გზებზე Lada 2107-ების რაოდენობა 1,75 მილიონ ავტომომობილს შეადგენს, მეორე ადგილი 1,67 მილიონი ერთეულით 2106-ს ერგო, სამეულს კი Lada 4×4 ასრულებს, რომელიც 1,16 ეკზემპლარი დაითვალეს.

საინტერერესოა, რომ Lada-ს გაყიდვები ევროპაში გაიზარდა და  თებერვლის თვეში 346 ახალ მოდელს შეადგენს. ინფორმაციას ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციაზე (ACEA) დაყრდნობით ”ავტოსტატი” ავრცელებს. Lada-მ თებერვლაში გაყიდვებით კომპანია Chevrolet-ს აჯობა, რომელმაც ევროპაში მხოლოდ 140 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა.

გერმანიაში თებერვლის ბოლოს Lada Vesta-ს გაყიდვები დაიწყო და მისი საწყისი ღირებულება 12 490 ევროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები