LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა კიმ კარდაშიანმა გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმში იპოზიორა (ფოტოები)

26

„რუს კიმ კარდაშიანად“ წოდებული 22 წლის მოდელი, ანასტასია კვიტკო, თაყვანისმცემლებისთვის თამამი ფოტოების გაზიარებას განაგრძობს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სულ მალე ანასტასია შიშველიც გამოჩნდება, რადგან თავის გამომწერებს სხვა ვეღარაფრით გააკვირვებს.

ანასტასიამ მაიამის სანაპიროზე, თითქმის გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმში იპოზიორა, რომელიც მკერდს ძლივს უფარავდა. ფოტოებმა თაყვანისმცემლებში აღფრთოვანება გამოიწვია.

კვიტკო ამტკიცებს, რომ არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის და ერთადერთი ჩარევა, რომელიც მას გაუკეთებია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია იყო. გოგონას თქმით, თუ ვინმე გაკეთებული ცხვირით ან მკერდით თავს ბედნიერად გრძნობს, ეს ძალიან კარგია, თუმცა თავად მას ამისი საჭიროება არასოდეს ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები