LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ​საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა

90
ალექსეი ნავალნი

ფეხის არეში ტკივილის შემსუბუქების მიზნით, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ​საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა. ინფორმაციას Reuters საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 25 მარტს გაუარესდა. პოლიტიკოსის შტაბების ქსელის ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის გაცხადებით, ალექსეი ნავალნი, პოკროვის კოლონიაში იმყოფება. მისივე თქმით, რუს ოპოზიციონერს ზურგისა და ფეხის მწვავე ტკივილი აწუხებს.

ცნობისთვის, სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 3.5 წლიანი პატიმრობა “ივ როშეს საქმეზე” გამოსაცდელი ვადის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი ქალაქ პოკროვის კოლონიაში 2.5 წელს გაატარებს.

მსჯავრდებული ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა