მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება. როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, პროექტის ღირებულებაა 50 მლნ ლარია. ტექნიკა ეკუთვნის კომპანია „დოპელმაიერს”, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია „დაგი” შეასრულებს.
კახა კალაძის ინფორმაციითვე, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. იმოძრავებს 21 გონდოლა და საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება.
„4 წუთის განმავლობაში მგზავრებს რუსთაველიდან მთაწმინდაზე და პირიქით, გადაადგილების საშუალება ექნებათ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს არსებული საბაგირო“,- აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის ინფორმაციითვე, ასევე დაგეგმილია ანალოგიური 2 პროექტის განხორციელება „კვლევა ჩავატარეთ და 2 კონკრეტული პროექტი გამოიკვეთა – ეს არის გურამიშვილის მეტროდან თემქის ხევის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით პროექტი და მეორე არის ვაზისუბანში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში დავიწყებთ“,-განაცხადა კალაძემ.