რუსთაველის თეატრმა გარკვეული პერიოდის წინ გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, თუმცა, როგორც თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩანს, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჩაშლილად გამოცხადდა!
რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი სამმა კონკურსანტმა შემოიტანა..
კონკურსის პირობის თანახმად, მათ უნდა წარმოედგინათ საკონკურსო პიესის კონცეფცია – სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“. წარმოდგენილი კონცეფციები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას, რის გამოც კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რუსთაველის ეროვნული თეატრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“.