LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

143
coronavirus

რუსთავის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს 17 დეპუტატს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რუსთავის საკრებულო მოქალაქეებს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატი და აპარატის თანამშრომლების ნაწილი, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ არცერთი მათგანის კოვიდ-19 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

გვინდა საზოგადოებას დიდი მადლობა გადავუხადოთ ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესებს.

ჩვენ ყველა ერთობლივი პასუხისმგებლობით შევძლებთ გადავლახოთ არსებული გამოწვევა და მალე დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რეჟიმს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად რუსთავის საკრებულოს ერთ დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია – 3. კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

ჰქონდათ თუ არა შეხება ​ინფიცირებულთან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგებთ: კორონავირუსის შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g