უბედური შემთხვევა რუსთავში – ლეონიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ნერვული შოკი აქვს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” თანამშრომლები.მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც გარდაიცვალა.
რუსთავში მამა-შვილი გარდაიცვალა – სავარაუდო მიზეზად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება
რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია