LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან მუმლაძე: „მარინა ბერიძეს ერთხელ შევხვდი და დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის დაკარგვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის…“

7365
beridzenews518

მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახური ცხოვრება, რომელიც მრავალ წელს ითვლიდა, ერთ დღეს დასრულდა. მუსიკალურმა პროდიუსერმა ეს ამბავი არცთუ მსუბუქად გადაიტანა, თუმცა დღეს ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან არაფერი აკავშირებს. ოჯახის დანგრევის მიზეზი ზურაბ ლალიაშვილის რომანი გახდა – მომღერალ რუსუდან მუმლაძესთან, რომელიც ია ფარულავას ესტუმრა და ამ თემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახში სიცარიელე მის გამოჩენამდეც არსებობდა.

მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის მეორე ცოლი ია ფარულავას კითხვებს პასუხობს – გახდა თუ არა ის ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის ოჯახის დანგრევის მიზეზი

რუსუდან მუმლაძე:

ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა რომანით. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მუსიკით და ერთმანეთი საქმიან ვითარებაში გავიცანით. სადაც მე ვმღეროდი, იქ მოვიდნენ ზურა და მისი მეგობრები. ეტყობა, მოეწონათ ჩემი ნამღერი. ატყდა ერთი ამბავი, რომ კარგი ხარ, კარგად მღერი და ვცადოთ, პროგრამა გავაკეთოთო. ეს ზურამ შემომთავაზა. შენ გინდა მეტი ასპარეზი, რომ შენი ნიჭი აჩვენო. ეს დანაკლისი წლების განმავლობაში ყოველთვის მქონდა. ამ შეთავაზებას მივიღებდი და მივიღე კიდეც. ზურა შინაგანად წესიერი და მორიდებული ადამიანია. რაღაც პერიოდის შემდეგ მამაკაცურ მოკრძალებულ ინიციატივას იჩენდა. მე მქონდა პირადი მიზანი, თავიდან ბოლომდე ვიყავი გადართული შვილის გაზრდაზე. ზურასაც ჰქონდა შემოქმედებითი სტაგნაცია და მუსიკალურად გავიშალეთ. მუსიკას დიდი ძალა აქვს. არც ვიცოდი, ვის სახლში დავდიოდი. მივდიოდი ზურა ლალიაშვილის სტუდიაში. იმ პერიოდში მარინა ბერიძეს არ შევხვედრივარ…

ია ფარულავას კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი აღმოჩნდა, რუსუდან მუმლაძე პასუხობს: „მე ვთვლი, რომ ურთიერთობაში მთავარი წლები არ არის, მთავარი ხარისხია.  ალბათ, გაჩნდა ის სიცარიელე, დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც. როდესაც სიცარიელე არ არის, გამორიცხულია, ის ადგილი სხვამ დაიკავოს. ჩემს ცხოვრებაში ასე იქნებოდა, სხვა ვერ დაიკავებდა. მოვისმინე მისი ინტერვიუ და თავად აღიარა…“

რუსუდან მუმლაძესა და მარინა ბერიძეს ჰქონდათ შეხვედრა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზურა ლალიაშვილსა და რუსუდან მუმლაძეს რომანი ჰქონდათ – „ასეთი რაღაცები არ იმალება თავისთავად. გულწრფელად მინდა ვთქვა, მე დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის დაკარგვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g