LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს“ – მარგუს ცაჰკნა კურსკის ოპერაციაზე

155
მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის ქმედებებს კურსკის ოლქში და ის სრულად შეესაბამება ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა წესს.

მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის ქმედებები ძალიან სარისკო, მაგრამ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია. მათ მიაღწიეს წარმატებას და მოახერხეს, რომ დიდ რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს.

Wall Street Journal: „რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს“

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა მისთვის ფინალია კურსკი“- ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აქვს.

„თუკი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია არსებობს, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა არსებული საშუალებების გამოყენებით“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები