ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსული სამხედრო ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია.
“ბრძოლა გრძელდება კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო ჯარების მონაწილეობით, რომელიც ახლა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებიან”, — წერს სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის ცნობით, კიევის ჩრდილოეთით რუსული ჯარების გადაადგილება შეინიშნება, ვარაუდობენ, რომ ისინი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევის ოპერაციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
განცხადების მიხედვით, ჩერნიგოვი, ხარკოვი, მარიუპოლი და სუმი კვლავ ალყაშია და მძიმედ იბომბება.
ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ
ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 12 March 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/UIDAtnUZ80
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/3eqsm7jHwU
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) March 12, 2022