LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსული პროპაგანდა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს.. “გველებმა” რუსულ სპეცსამსახურებში შიდასახეობრივი ბრძოლა დაიწყეს” – პოდოლიაკი

86
1646383606-მიხაილ-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დარია დუგინა უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს.

“რუსული პროპაგანდა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს: [მათი თქმით] უკრაინელ ქალს და მის 12 წლის შვილს “დაავალეს” პროპაგანდისტი დუგინას მანქანის აფეთქება. გასაკვირია, რომ მათ “ესტონეთის ვიზა” ადგილზე ვერ აღმოაჩინეს. “გველებმა” რუსულ სპეცსამსახურებში შიდა სახეობრივი ბრძოლა დაიწყეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გუშინ ბრალდება უარყო და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებას დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

ამავე თემაზე:

ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები