LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ვაქცინის განხილვა ტერმინალური სიჩლუნგის ნიშანია – გენეტიკოსი ცოტნე ჯავახიშვილი კოვიდის ვაქცინებზე

280
sputnikvacin201228

აშშ-ს გენეტიკური სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გენეტიკოსი ცოტნე ჯავახიშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინების შესახებ „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს:

„ორიოდე სიტყვა ვაქცინებზე, ანუ საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს”

[საკითხავი დრო 2 წთ]

რუსული ვარიანტის განხილვაც კი ტერმინალური სიჩლუნგის ნიშანია. საბუთი იმდენი და იმდენნაირია, ჩამოთვლას აზრი არა აქვს. მითუმეტეს კამათს.

პფაიზერი, მოდერნა, და სხვა ფარმები და ბიოტექებიც კაი ხანია ღამურას იმუნური სისტემის თავისებურებებს სწავლობენ. სახელდობრ – რატომ არ ხდება ღამურებში ციტოკინური შტორმი. ეს დიდი, დიიიიდი ფაქტორია კორონების ევოლუციის გასაგებად.

აქლემიც, სხვათა შორის. აქლემს (და ლამასაც) ერთი შეხედვით “უცნაური” ანტისხეულები აქვს. ამ უცნაურობის კავშირი 2012 ის პანდემიასთან დადგენილი არ არის. ჯერჯერობით.

გავიხსენოთ: კორონავირუსებს აქვთ საჭიროების შემთხვევაში (!) მუტაციების სიხშირის გაზრდის მექანიზმი.

ადრე თუ გვიან SARS CoV 2 ც ამოაგდებს მუტაციებს (უფრ სწრ სნიპებს) რითაც ეცდება გაექცეს ჩვენ იმუნიტეტს. მყარსაც კი. თუ საერთოდ ასეთი იარსებებს. ეს მუტაციები უკვე ტივტივებენ. უბრალოდ ჯერ არ გვინახავს. ასე იყო D614G ის, A222V ის, დანიელი წაულების, და სხვ. შემთხვევებში.

რნმ ზე დამყარებული ვაქცინების ტექნოლოგია 2 თაობით უსწრებს სხვა ყველა დანარჩენს. (შეხედეთ თუნდაც ქვეყნებს).

ერთერთი ტექნო უპირატესობა საჭიროების შემთხვევაში (!) ვაქცინის ახალი ვარიანტის წარმოების შეუფერხებელი გაგრძელებაა. სხვა ყველა მახასიათებელი იგივე იქნება.

მეტიც: მოდერნასაც და პფაიზერ/ბიონტექსაც უკვე დამზადებული აქვთ ვაქცინების რამდენიმე პროტოტიპი კორონას ჯერ არ გამოჩენილი

ვარიანტებისთვის.

გასაკვირი აქ არაფერია. კორონასაც უკვე “დამზადებული” აქვს ვარიანტები ჯერ არ გამოჩენილი იმუნიტეტისგან თავის დასაღწევად.

საიდან ვიცით ეს?

> ერთი ის რომ ეს კლასიკური დარვინიზმია.

> მეორე – ამის გათვლა სტრუქტურული ბიოლოგიის მარტივი ამოცანაა.

> მესამე – კორონა სხვა გზით ღამურას იმუნიტეტს ვერ გაექცეოდა და ადამიანში ვერ გადმოიღვრებოდა.

ცხადია ექიმები (გრინვიჩის ორივე მხარეს) ზედმიწევნით კარგად იცნობენ ღამურას იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით ანთების მარეგულირებელ, კერძოდ ციტოკინური შტორმის ჩამხშობ მექანიზმებს.

ბოლო-ბოლო ‘ებოლა’ და ‘ცოფი’, სწორედ ღამურებში გამოწრთობილი ვირუსები არიან.

კიდევ ერთხელ – ახალი პანდემიის ნიშნები 2007/8 წლებში უკვე ცხადი იყო“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g