ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ავიაბაზარზე რჩება, – ამის შესახებ ავიაკომპანიამ twitter-ის მიკრობლოგზე დაწერა. “ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ რათა შეგახსენოთ, რომ საქართველოში დავფრინავთ”, – იუწყება დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია.
აღნიშნული პოსტიდან ირკვევა, რომ COVID-19-ის ფონზე შეჩერებული ფრენების მიუხედავად ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საკუთარი ბიზნესგეგმა არ შეუცვლია.
შეგახსენებთ, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება 2019 წლის ნოემბერში დაიწო. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწორედ გასული წლის 6 ნოემბერს შესრულდა.
პანდემიამდე და საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა.