LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Ryanair-თან შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია”

258
1540819186_138670_1540819432_noticia_normal

„საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-თან, შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია”, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

„სამოქალაქო ავიაციაში წინ წავიწიეთ დამატებითი პირდაპირი რეისების თვალსაზრისით. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ რეისებზე. „რაინეართან”, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი,” – აღნიშნა ქობულიამ.

ყოფილმა მინისტრმა საქართველოს აეროპორტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის გატარება თავისუფლად მოხდება.

აეროპორტების განვითარების სტრატეგიამ გვიჩვენა ის, რომ შემდეგი 10 წელი დიდი პრობელმა არ გვექნება, განსაკუთრებით თბილისში. თბილისის აეროპორტი აიტანს იმ ზრდას, რომელიც იქნება. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. მაგრამ აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია გასაკეთებელია. ის პრაქტიკულად გაკეთებულია და ახლა ექსპერტების მიერ ტექნიკური დეტალიზაციის ფაზაშია. თუ რა აეროპორტი უნდა განვავითაროთ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში. შემდეგი  5-10 წელი პრაქტიკულად არ ვართ შეზღუდულები ჩვენი აეროპორტების გამტარუნარიანობაში“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g