LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

43

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს 8:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები