ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სააკაძის მოედნის მიდამოებში გზის დაგების ფაქტს ეხმაურება. როგორც ლელა ბოქოლიშვილის ფოტოდან ჩანს, ასფალტის მორჩენილი ნაწილი ხეს მიაყარეს. გოგა ჩანადირი გზის დაგების ფაქტს მიესალმება , თუმცა ხის დაასფალტებას უგუნურობას უწოდებს და შესაბამის სამსახურებს მომხდარის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
“სააკაძის მოედნოს მიდამოებში ასფალტი დააგეს და მორჩენილი ხეს მიაყარეს.
გზის დაგება ნამდვილად კარგია. ხის დაასფალტება კი უგუნურობაა.
იმედია, მერია დამგებს ამ საცოდაობას გამოასწორებინებს”
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1804636846503208&set=a.1397877467179150.1073741828.100008707309211&type=3&theater