LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია – ახლა, მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს

135
მიხეილ სააკაშვილი

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თვალს ადევნებს ბათუმის მოვლენებს.

„ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც „ოცნებამ “ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია – გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება.

ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ზუგდიდში 2, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g