საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველო რუსეთს გადასცეს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე განაცხადა და ამასთან, აღნიშნა რომ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსეთისთვის პერსონალურად მისი გადაცემაც.
„იმ პერიოდში, როდესაც უკრაინა, მათ შორის, საქართველოსთვის იბრძვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის. სხვათა შორის, ესენი ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ.
ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, პროვოკაცია მზადდება ტერიტორიების შიგნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ან ერთ ორ წელიწადში საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება. ეს არის ამათი გეგმა. უკვე ყველაფერზე შეთანხმებული და გარიგებული არიან“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე სიტყვებით, “თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით, მაქსიმუმ, თვე-ნახევარი დარჩა”.
“გეგმა არის შემდეგი – გაზაფხულზე ამ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ამ წელს დაწყება რეინტეგრაციის აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე, ამას წყალი არ გაუვა”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვა ვრცლად:
სააკაშვილი ოპოზიციას: გვეყო პარლამენტარობის თამაში
სააკაშვილი: ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ ვადა