LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ ვადა

96
11

“ძეგლებს უხსნიან ლეხ კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ, გამიგრძელონ პატიმრობის ვადა”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქმეში, რომელიც დღეს განიხილება, და რომელიც ე.წ “პიჯაკების საქმის” სახელით არის ცნობილი, ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩასვლას უკავშირდება:

“დღეს არის საქმე, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ “პიჯაკებს”. მინდა შევახსენო ყველას, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გაიხსნა ჩემი ახლო მეგობრის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრის რომელიც მყავდა პოლიტიკაში, ლეხ კაჩინსკის ძეგლი.

დღემდე, ყველა პოლონელს ახსოვს, როგორ ჩავედი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში, მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო და ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და ამისთვისაც აპირებენ, 11 წელი მომისაჯონ.

ამაზე მეტი აბსურდის თეატრი მსოფლიოში იშვიათად ვინმეს უნახავს – ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ ვადა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g