LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: “ფუ, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ..”

397
BeFunky-collage (4)

“მინდა მივუსამძიმრო ქართველ მებრძოლებს, რომელთაც სამივეს ვიცნობდი, განსაკუთრებით ბახვა ჩიქობავას”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მისი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი იმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ 19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაღუპულ, ქართველ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას განსაკუთრებით კარგად იცნობდა.

“სამივეს ვიცნობდი, განსაკუთრებით ბახვა ჩიქობავას, რომელიც არაერთხელ არის ჩემთან კიევში სახლში ნამყოფი. ჩემი ახლო მეგობარი და პირადი დაცვის ოფიცერი გიორგი ყუფარაშვილი დაჭრილი ყოფილა, რომელიც არის „აზოვის” პოლკის შემქმნელი და იცავს მარიუპოლს. ყველა ამ ადამიანს, პროკურატურის მიერ გამოტანილი ჰქონდა საბრალდებო განაჩენი და დღეს უნდა ისხდნენ ციხეში, სადაც მე ვზივარ, მაგრამ ამჯობინეს მტერთან ბრძოლაში სიკვდილი და გმირებად შესვლა ისტორიაში.

ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა დამნაშავედ, ფუ იმ ქვეყანას, სადაც ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, როდესაც კრიმინალები წყნარად დაიარებიან ქუჩებში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ. უახლოეს თვეებში გვაქვს ისეთი შანსი, როგორიც არასდროს არ გვქონია, უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ას წელს აღარ გაიხსნება ისეთი ფანჯარა, როგორიც გაიხსნა ახლა“, – თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

სააკაშვილი მოსამართლეს: დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, გუშინდელ სერიაში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადი, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი

აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

პოპულალურები