LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ “გირჩელს”, ახალ ქართველს! ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ

337
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამადლობელ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი “ფეისბუქზე” ეხმიანება ქუთაისში “გირჩის” თავმჯდომარის, იმედა კლდიაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს და მადლობას უხდის მას.

როგორც სააკაშვილი წერს, იმედა კლდიაშვილი გმირი “გირჩელი”, ახალი ქართველია:

“მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ “გირჩელს”, ახალ ქართველს!

ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს.

ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ.

დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წვერს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ.

ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის.
ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ.

შეგახსენებთ, ქუთაისში “გირჩის” თავმჯდომარე იმედა კლდიაშვილმა, რომელიც ვიცე-მერის პოზიციაზე იყო წარდგენილი, სუსის შესასვლელი გადაკეტა და პროტესტის ნიშნად განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობას აცხადებდა. სამართალდამცველებმა კლდიაშვილი დააკავეს. ფაქტის ამსახველი კადრები  საზოგადოებამ კლდიაშვილის ფეისბუქლაივში ნახა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები