LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” დიდგორის ველზე შეკრებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

77

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სთავაზობს, ყრილობა დიდგორის ველზე გამართონ. ოდესაში გამართულ შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას „თავისუფალი ზონა“ ავრცელებს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა პარტია „მაგარ ფორმაშია“, თუმცა საბოლოო ღონისძიება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება და იქ „სუპერფორმაში“ უნდა იყვნენ.

“ჩვენ არა მხოლოდ გაგრძელებას ვაპირებთ იმისა, რაც შევქმენით, არამედ ასევე უნდა დავამტკიცოთ და დავანახოთ ყველას, რომ შევიცვალეთ. ჩვენ შევიცვალეთ უკეთესობისაკენ. შემდეგში, როცა ვინმე გეტყვით 9 წელზე, სახეში გაუცინეთ იმიტომ, რომ მე ძალიან ვამაყობ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული, სამწუახროდ, არა 9 წლით, არამედ 8 წლით და ცოტა მეტით. ნეტავ ყოფილიყო 9, 10 და 12 წელი, უწყვეტად“ – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება, გამარჯვების შემდეგ კი უნდა აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომელიც მმართველობის პერიოდში დაუშვეს, საარჩევნო პროგრამა კი თითოეულ ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი.

„ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი გარემო არის იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის არის მზად. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს”, – ამბობს ოდესის გუბერნატორი.

magti 5g