LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პროკურატურას პატარა ბავშვს ადარებს, რომელსაც “ტკბილი არ ეჭმევა და კარადასთან მურაბით ხელში დაიჭერენ”

45

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურის ქმედება შეშინებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ტყუილს ტყუილზე ამბობს.

„ამ საცოდაობაზე დიდი კომენტარი არ ღირს. პატარა ბავშვს, რომ დაიჭერენ კარადასთან მურაბით ხელში, რომელსაც ტკბილი არ ეჭმევა და ათასგვარ სისულელეებს იგონებს, რომ დაუმტკიცოს მშობლებს, რომ სულაც არ აპირებდა იმ მურაბის შეჭმას და ტყუილს ტყუილზე ამატებს, დაახლოებით იგივეა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის იცნობს ვიქტორ ჯაფარიძეს და ის ვერ შეძლებდა ისეთი გამართული წინადადებებით საუბარს, როგორიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის.

„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით. საბოლოო ჯამში სახელმწიფო მანქანა გადაიქცა ერთი ტყუილის მანქანად. მე ძალიან მეცოდება ის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფერს ასრულებინებენ,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ხელისუფლება კლავს ბიზნესს და როგორც ჩანს, ლევან ყიფიანის მსგავსად, ბევრი ბიზნესმენია ფარცხალაძის სარდაფში ნამყოფი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/505209759948292/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები