სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მედია: „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსეთის ჩამოშლის პროცესი დასასრულს უახლოვდება“.
„რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება!
საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება!
საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!
Posted by Mikheil Saakashvili on შაბათი, 24 ივნისი, 2023
ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
მედიაში გავრცელებული უახლესი ცნობებით, „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს