მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. მან 20 კილო დაიკლო და ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ხელისუფლების მოქმედება სამარცხვინოა და დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია. მისი მდგომარეობა უარესდება და ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მას სჭირდება ხარისხიანი სამედიცინო მკურნალობა და შეთავაზებული კლინიკა შეუსაბამოა“. – განაცხადა ლიზა იასკომ.
