LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: სრული სოლიდარობა კლუბებს… ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ!

105
000-9TL2ZF

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლუბებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

“ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.

კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.

ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს.

ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!”,- წერს სააკაშვილი.

საკლუბო სექტორის წარმომადგენლის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ 10 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გადასცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g