LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ რუსთავის ციხის ბადრაგმა სააკაშვილს აგინა, მას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

761
საკაა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პატიმრის მონახულების შემდეგ ბადრაგის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა – შეაგინა და სილა გაარტყა.

“მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ, როცა ვტოვებდი ციხეს ერთ-ერთმა პირმა შეაგინა მას, კამერების თვალწინ. იქ იყო სხვა თანამშრომელიც. მივუთითე, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და პატიმრის გინება… გამიყვანა ოთახში და მითხრა, რომ კამერები არ იყო იქ, ქუჩის ბიჭურად გამირჩია საქმე…

ვუთხარი, რომ იყო უზრდელი, რის შემდეგაც ჩემი მისამართითაც შეიგინა, რაზეც ვუპასუხე… შემდეგ დაბრუნდა ფიზიკური შეურაცხყოფის მოსაყენებლად”, – განაცხადა თუთბერიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

“მთავარი არხი” ავრცელებს აუდიოჩანაწერსაც და აცხადებს, რომ მასში დაფიქსირებულია ინციდენტის მომენტი.

მომხდარზე წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია და ბადრაგის ვინაობის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს.

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!

ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი!“, – წერს ნიკა გვარამია facebook-ზე.

“ფორტუნა” ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები