LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ ეს კონსილიუმი?

64
გიორგი გელხაური

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სამედიცინო კონსილიუმის შექმნა იყო თვალის ახვევა, რომ დრო გაჭიანურებულიყო.

ადვოკატის თქმით, თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ენდობა და სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში არ აპირებს, ამ კონსილიუმის დანიშნულებაც გაუგებარია:

“კონსილიუმის დასკვნა და რეკომენდაცია დაიდო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ურჩად აცხადებს, რომ უნდა გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც მას ვერ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა იყო თვალის ახვევა, რომ დრო გაჭიანურებულიყო და რაღაც დაეკმაყოფილებინათ. თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?

ცდილობენ, ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ სააკაშვილზე და გადაიყვანონ დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრები არიან და შეიძლება მოხდეს ბუნტი.” – განაცხადა გელხაურმა.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მე-18 დაწესებულება არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არ არის:

“სახალხო დამცველმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი და მაღალპროფესიული განცხადება – რომ არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე-18 დაწესებულება მზად არ არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უნდა იქცეს გადაწყვეტილებად და სააკაშვილის ჰოსპიტალიზება მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის სამინისტრო ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გადაწყვეტილებად უნდა იქცეს: ბექა ბასილაია

უსაფრთხოების კომპონენტი არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს სააკაშვილის ჰოსპიტალიზება. იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით. „ოცნება“ არის პანიკაში და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია, კლინიკასთან დაკავშირებითაც ირაციონალური შიშები აქვთ.” – თქვა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად და იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილი იქნება ამ დაწესებულებაში.

magti 5g