საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტის მოწოდებებს ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვები გულისხმობს, რომ მოქალაქეები ციხეს მიაწყდნენ, რევოლუცია მოაქყონ და სააკაშვილი ციხიდან ასე გამოიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილი – წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს
“თქვენი მხრიდან კითხვა იყო, რომ დაგვესახელებინა, მიხეილ სააკაშვილმა როდის თქვა – მას სურს, რევოლუცია ან აჯანყება. ამას ვეღარ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავო. გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს.
ანუ, იმას გულისხმობს, რომ ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება და რევოლუცია მოაწყოს და ასე გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ამით საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდა, არაკანონიერად შეიკრიბონ და ციხიდან არაკანონიერად დაიხსნას.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.