„სააკაშვილის საკნის გასაღები კრემლში ინახება, დროა გააკეთოთ ამ გასაღების დიპლომატიური დუბლიკატი“, – ამ მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია პერფორმანსი გაიმართა.
მსახიობმა და დირიჟორმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა აქცია-პერფორმანსზე ის ციტატები წაიკითხა, რომელიც ამერიკის ექსპრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილზე აქვთ ნათქვამი.
ირაკლი ჩოლოყაშვილი აშშ-ს საელჩოს საქართველოში მიმართავს, „ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ტყვეობიდან გამოსახსნელად“.
„დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი პატიმარია. მას სწორედ წარმატებული ქვეყნის მშენებლობას არ პატიობენ. აღსანიშნავია, რომ პუტინს ნატოს ჯარების რუსეთთან განლაგებაზე მეტად, მის საზღვრებთან წარმატებული, რეფორმირებული ქვეყნები აღმოცენების ეშინია. როგორიც არის საქართველო და როგორიც უნდა გახდეს უკრაინა. დღეს სააკაშვილის საკნის გასაღები კრემლში ინახება, დროა გააკეთოთ ამ გასაღების დიპლომატიური დუბლიკატი“, – განაცხადა ირაკლი ჩოლოყაშვილმა.