საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისათვის, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.
მისივე განცხადებით, „სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება“.
„გული მეფლითება.. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას, დეფორმირებული სახსრები, ერთი უმოძრაო კიდური, გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი, ვერ იცნობ“ – ეკა კვესიტაძე სააკაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: რაც შემიძლია ვლოცულობ.. მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი
„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა ბრეგაძემ.
ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”
“სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შაბათს, 3 დეკემბერს, 3 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდეთ” – ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა
ხერხეულიძე: აქციის გამართვას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ – სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკისგან იყოს დისტანცირებული
ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია