საახალწლო სუფრების შემდეგ სიმძიმეს გრძნობთ? ეს პრობლემები იწყება მაშინ, როცა ტრადიციულ, მძიმე კერძებს დიდი რაოდენობით და ერთმანეთთან შეუთავსებლად მივირთმევთ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მაიონეზიანი სალათები, როგორიცაა ოლივიე და „შუბა“, შეიცავს ჭარბ ცხიმსა და მარილს, რაც ზრდის ქოლესტერინს, იწვევს შეშუპებას და ამძიმებს მონელებას.
ღორის ხორცი და ცხიმიანი ცომეული კიდევ უფრო ზრდის კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვას.
სპეციალისტების რეკომენდაციით, საკმარისია ზომიერება – მცირე ულუფები, მეტი ბოსტნეული, წყლის მიღება და მძიმე კერძების მსუბუქით მონაცვლეობა, რათა დღესასწაული ჯანმრთელობის პრობლემებად არ გადაიქცეს.
