LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველიდან თავისუფლებამდე გზა გადაიკეტება

29

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათების მონტაჟის დაიწყო. შესაბამისად მონტაჟის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

როგორც მერიიდან აცხადებენ, განათებების დამონტაჟების გამო, დღეს 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ ,,სმარტის” მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე გზა გადაიკეტება.

საახალწლო ილუმინაციებს “სინათლის ქალაქი” ამონტაჟებს. მერიის განცხადებით, ადგილზე 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე მუშახელი იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები