LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლოდ ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა იქნება “მწვანე სტატუსის” მატარებელი – Ambasadori Kachreti

92
270730470-4629212237199327-1686544338427831166-n

Ambasadori Kachreti-ს მფლობელი „ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე  აცხადებს, რომ კახეთისთვის დაბალი სეზონის მიუხედავად, ზამთრის სეზონზე საკმაოდ ოპტიმისტური გათვლები აქვს.

„დაბალი სეზონის მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ ოპტიმისტურია. ჩვენს სასტუმროში სტუმრების რაოდენობა კვირის ბოლო დღეებში, Weeknd​-ებზე ყოველთვის, ყველა სეზონზე მაღალია. შუა კვირაშიც გვაქვს ხოლმე საკმაოდ დატვირთული დღეები. რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენი სასტუმრო ყოველთვის მკაცრად იცავდა კოვიდ-რეგულაციებს და ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულად ვემზადებით, რომ ჩვენს სტუმრებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო დავახვედროთ. როგორც იცით სასტუმროში შემოსული ყველა სტუმარი “მწვანე სტატუსის” პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. საახალწლოდ ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა იქნება “მწვანე სტატუსის” მატარებელი”, – აცხადებს “ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

მისივე თქმით, საახალწლოდ ღონისძიებების დაშვებით, სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა მზარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g