LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კანონმდებლობაზე ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ძალიან ბევრი კრიტიკული მიმართულება: გრიგოლ გეგელია

82
გრიგოლ გეგელია

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ეუთო/ოდირის დასკვნაში ძალიან ბევრი კრიტიკული მიმართულებაა.

მისივე განმარტებით, „ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ მოწმობს, როგორ უყურებენ ჩვენი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“, თუ რა იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის ხელისუფლებას“.

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში: თალაკვაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

„ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ შიშს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს არ გაატარებს სრულფასოვნად, დემოკრატიულად. ეს რეფორმები უნდა იდგეს აუცილებლად დემოკრატიულ კონსენსუსზე და უნდა იდგეს საპარლამენტო კონტროლის საუკეთესო ტრადიციებზე. ჩვენ ამას ძალიან პირდაპირ ვკითხულობთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების მითითებაში, იმავე დროს აქ საუბარია, რომ მიუხედავად იმისა რომ რიგი მიმართულებებით არის პოზიტიური ცვლილებები ამის მიუხედავად, მთელი რიგი ფუნდამენტური მიმართულებებით არ შეიმჩნევა ადეკვატური, სრულყოფილი ცვლილებები ან ცვლილებების სურვილი და მეორეს მხრივ, ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები უნდა გატარდეს, რათა ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი გამართულ, სამართლიანი სისტემა.

მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება: ეუთო/ოდირი

ეს არის ის შემზღუდავი მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად, უკრძალავს საპარლამენტო ბოიკოტის ძალიან მნიშვნელოვან, დემოკრატიულ მექანიზმს. იმ შემთხვევაში, თუკი მათ მეორე მხრივ, სურთ, წარადგინონ წევრი საარჩევნო კომისიაში, რაც არ არის თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან და დემოკრატიულ ცხოვრებასთან, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის უფლება არის ნებისმიერი პარტიის სრულფასოვანი, დემოკრატიული უფლება ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს არის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურად იქნეს გამოყენებული პროტესტის დასაფიქსირებლად, შესაბამისად, ასეთი ტიპის შემზღუდავი მექანიზმი არ შეიძლება რომ არსებობდეს ამ კანონში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს არ იყოს ის საბოლოო კანონი, რომელიც იქნება გატანილი დს დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ვიზრუნებთ რომ რაც შეიძლება დემოკრატიული, გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებზე მორგებული კანონი მიიღოს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ, ჩვენ სრულყოფილად გავითვალისწინებთ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისის დასკვნებს უზრუნველყოფთ ასევე იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ასევე მოუხდეს ამ დასკვნების გათვალისწინება“, – განაცხადა გეგელიამ.

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური: პაატა მანჯგალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g