LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათი „ტიტანიკიდან“ აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

104
2641c770-bfe0-11f0-8456-eff94716

ოქროსგან დამზადებული ჯიბის საათი, რომელიც ტიტანიკის ერთ-ერთ უმდიდრეს მგზავრს ეკუთვნოდა, აუქციონზე „რეკორდულ“ £1.78 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

აისიდორ შტრაუსი და მისი მეუღლე იდა იმ 1500-ზე მეტ ადამიანს შორის იყვნენ, ვინც 1912 წლის 14 აპრილს „ტიტანიკის“ აისბერგთან შეჯახებას შეეწირა.

მისი სხეული ატლანტის ოკეანეში რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს, ხოლო ნივთებს შორის 18 კარატიანი ოქროს Jules Jurgensen-ის ჯიბის საათი აღმოჩნდა.

საათი, რომელიც ბატონი და ქალბატონი შტრაუსების ოჯახში ინახებოდა, Henry Aldridge and Son-ის აუქციონზე გამოიტანეს.

ჩაძირვის ღამეს, აისიდორის ერთგულმა მეუღლემ იდამ უარი თქვა სამაშველო ნავზე გადასვლაზე და მეუღლის გვერდით დაღუპვა ამჯობინა.

იდა შტრაუსის სხეული ვერ იპოვეს.

წერილი, რომელიც იდამ გემიდან გაგზავნა და რომელიც ტიტანიკის ბრენდირებულ ქაღალდზე იყო დაწერილი, აუქციონზე £100,000 გაიყიდა.

საინტერესოა, რომ „ტიტანიკთან“ დაკავშირებულმა ლოტებმა ჯამში £3 მილიონი შეადგინა.
ჯიბის საათი კი 02:20 საათზეა გაჩერებულია, ანუ ზუსტ იმ მომენტზე, როცა ტიტანიკი წყლის ქვეშ გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები