LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ბრენდები ყველაზე მეტი უკან გამოწვევის კამპანიით

104
4565

ექსპერტებმა დაასახელეს ბრენდები, რომლებიც მანქანებს ყველაზე ხშირად იწვევდნენ უკან. Ford-მა, რომელიც ბოლო სამი წელი დეფექტების მაჩვენებლით ნამდვილი ლიდერი იყო, წელს პოზიციები დათმო და პირველი ადგილი Tesla-ს გადაულოცა. ამასთან, მეორე ადგილიც სხვამ დაიკავა – 2024 წლის ანტირეიტინგის სათავეში მოექცა Stellantis-იც, რომლის შემადგენლობაშიც Chrysler, Dodge, Jeep, Ram და Fiat არიან. ასე რომ, Ford თავისი პრემიუმ ბრენდი Lincoln-ით, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე Tesla-მ 15 უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა და პრობლემური მანქანების მაჩვენებლით ყველა სხვა ავტომწარმოებელს აჯობა.

უფრო ზუსტი ციფრები კი ასეთია: Tesla-მ 5,14 მილიონი ავტომობილი გამოიწვია უკან, Stellantis-მა – 4,72 მილიონი, Ford-მ 4,37 მილიონი. Stellantis-მა ერთი წლის ჯამში 67 სერვის აქცია ჩაატარა, Ford-მა 62.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები