LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო სანომრე ნომერი 14 მილიონ ფუნტად იყიდება

126

ბრიტანული ტიუნინგ ატელიე Kahn Design-ის ხელმძღვანელმა აფზალ კანმა გასაყიდად სანომრე ნიშანი გამოიტანა სიმბოლოებით – „F1“. განცხადება საიტზე RegTransfers გამოქვეყნდა.

ეს ნომერი კანმა 2008 წელს შეიძინა და მასში 440 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მაშინ სანომრე ნიშანი ესექსის საგრაფოს საბჭოს ეკუთვნოდა და მისი თავჯდომარის Volvo S80-ზე იყო დამაგრებული. ნომერს „F1“ დიდ ბრიტანეთში უკვე 109 წელია იყენებენ. სწორედ მაშინ დარეგისტრირდა ამ ნომრით პირველი ავტომობილი.

ახლა კანი სანომრე ნიშანს „F1“ ჰიპერქარ Bugatti Veyron Super Sport Carbon Edition-ზე იყენებს.

ამ მომენტისთვის სანომრე ნიშნების რეკორდი დიდ ბრიტანეთში „25 О“-ს ეკუთვნის. 2014 წელს მასში 518 480 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. ის კლასიკურ სპორტქარ Ferrari 250 GT SWB-ზეა დამაგრებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები