LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო რეგულაციების შერბილება მნიშვნელოვანია – ბიზსნესომბუდსმენი

109
leqvinadze_irakli-kargi

კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საბანკო რეგულაციების შერბილება, რადგან უკვე გამოიკვეთა რეგულაციების ნეგატიური გავლენა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხო. ასევე რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზეც,“ – განაცხადა ლექვინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები