LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბავშვო ბაღის ზეიმზე რომ ბავშვები გაჯიუტდებიან და ფეხებს აბაკუნებენ, ასე არიან” – ელისაშვილი ოპოზიციაზე

178
aleko

ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული თითქმის უცვლელი მთავრობა და ოპოზიციის შეფასებები – “დღის თემაში” პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ დეპუტატები თავს კომფორტულად გრძნობდნენ.

“დღეს პარლამენტში მშვენივრად ჟღურტულებდნენ, ძალიან კომფორტულად და იდეალურ გარემოში გრძნობდნენ თავს. სეირისთვის კარგია, მაგრამ ქვეყნისთვის არის ცუდი. კარგი გასართობია, ვითომ კრიტიკული კითხვების დასმას რომ ცდილობენ, მაგრამ სასეიროდ არ გვაქვს საქმე. 31 ოქტომბერს რომ ცუდად ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ”, ეს ხომ ყველამ ვიცით.

ერთპარტიულმა პარლამენტმა, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

თუ ოპოზიცია არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით

ვანო მაჭავარიანის განცხადებაში, რომ ჩვენი ბრალი არაა ოპოზიცია რომ აქ არ არის, აქ სიმართლეცაა და ფარისევლობაც. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი საბავშვო ბაღის ზეიმზე რომ ბავშვები გაჯიუტდებიან და ფეხებს აბაკუნებენ, ასე არიან. შესვლა-არშესვლაზე არაა. “ქართულმა ოცნებამ” რომ დააშავა და ცუდად ჩაატარა არჩევნები, ამისთვის იყო ქუჩაში გამოსვლები და ამისთვის იყო მოლაპარეკებები. თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება მიღწეული იქნება, ეს იქნება პარლამენტში შესვლის ბილეთი”. 

“ფორტუნას” კითხვაზე, დღეს რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, რას შეცვლიდნენ, ელისაშვილმა უპასუხა, რომ წინა პარლამენტისგან განსხვავებით ახლა ორჯერ მეტია ოპოზიცია.

“ბუნების კანონია, რომ მაწონასწორებელი უნდა იყოს. ოპოზიციას კრიტიკის ქარ-ცეცხლში უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომ შეცდომა არ დააშვებინონ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. ცოცხალი დუღილი და დინამიური პროცესი წავიდოდა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზუსტად არ ვიცით, როდის გაგრძელდება, ახლა ახალი წლის პერიოდია და შეიძლება, კიდევ გადაიწიოს”, – აცხადებს ელისაშვილი.

პოპულარულები