LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რაიმე პარამეტრით ზრდაში გადავუსწარით, საქართველო ყველა პარამეტრით წარუმატებელი ქვეყანაა – ქადაგიძე

223
296617592_5226759280735185_5502662849611751847_n

სამწუხაროდ, საქართველო ყველა პარამეტრის მიხედვით წარუმატებელი ქვეყანაა, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ა.შ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს.

გიორგი ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბარი“ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნებს შორის საქართველო არც ერთი პოზიციით არ დაწინაურებულა. „საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ რაიმე პარამეტრით ზრდაში გადავუსწარით. ჩვენ ვართ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე ოდნავ წინ, დანარჩენი ყველა ქვეყანა ახლაც გვისწრებს“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

მისივე განმარტებით, ქვეყნის წარმატება იქიდან გამომდინარეობს გაედინება თუ არა მოსახლეობა. ის მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანა წარმატებული ადამიანების მაგალითებით შენდება და თუ ქვეყანა წარმატებულია, მაშინ მასში წარმატებული ადამიანები ცხოვრობენ.

„ნებისმიერი წარმატება ეს თავისუფალი წარმატებული ადამიანია და თუ ქვეყნიდან განათლებული ადამიანები გარბიან, ცხადია, კომპონენტი რომელზეც წარმატება უნდა აშენდეს აღარ არსებობს და შემდეგ ეს ყველა სხვა ფაქტორებში აისახება. ეს არის უპერსპექტივობა, რაც აიძულებს წარმატებულ ადამიანებს დატოვონ ქვეყანა“, – განმარტა ქადაგიძემ გადაცემაში „ბარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g