LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება,”-გიორგი კვირიკაშვილი

273

პრემიერ-მინისტრი საბჭოთა ოკუპაციის დღის აღნიშვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კვირიკაშვილი წერს, რომ ქვეყნის უახლეს ისტორიაში 25 ტებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. კვირიკაშვილი იმ დანაკარგზე საუბრობს, რომელიც ქვეყანამ საბჭოთა მმართველობის შედეგად განიცადა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია – 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა.

საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე.

ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.”

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. ისინი დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში – იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. ანექსიის შემდეგ საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g