LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის სანაპიროებიდან შეზლონგებს გააქრობენ

120
64e20bc4b698ac0019dd7bd4

საბერძნეთი აპირებს, რომ პლაჟები შეზლონგებისგან გაწმინდოს. უკვე ამ გაზაფხულიდან სანაპიროების 70%-ზე შეზლონგები აღარ იქნება და დაცულ ტერიტორიებზეც მხოლოდ 15%-ს დატოვებენ. სიახლის შესახებ business insider წერს.

ჩინოვნიკები ცალკე გამოყოფენ „ხელშეუხებელი პლაჟების“ სიას, რომლებიც „ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონებშია“ განთავსებული და იქ შეზლონგები სრულად აიკრძალება.

ხელისუფლების აზრით, ეს ინიციატივა სასტუმროების „პარპაშის“ პრობლემას მოაგვარებს, რამეთუ სანაპირო ზოლის დიდ ნაწილს ისინი თავისი შეზლონგებით აბინძურებენ. გარდა ამისა, ის ტურისტები ვისაც შეზლონგის დაქირავების საშუალება არ აქვს, შედარებით შეძლებულ დამსვენებლებთან ერთად თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

ახალი წესის მიხედვით, შეზლონგსა და სანაპირო ზოლს შორის დაშორება მინიმუმ 4 მეტრი უნდა იყოს, რაც წყალთან წვდომას ყველასთვის გაამარტივებს.

ამასთან, ბიზნესმენებს საშუალებას მისცემენ რომ პლაჟებზე თავისი ბიზნესები გახსნან და ეს უფლება აუქციონის ძალით მოიპოვონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები