11 აპრილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, 21 წლის ნიკა შანავას შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ფეისბუქმომხმარებელი ახალ ფოტოს ავრცელებს.
როგორც არჩილ მაჭარაძე წერს, ფოტო 5 აპრილის საღამოს, კიევიდან იზიუმის მიმართულებით საბრძოლო პოზიციებისკენ მიმავალ ავტობუსშია გადაღებული, სადაც ნიკუშა შანავა საქართველოდან წაღებულ წიგნს კითხულობს:
“ნიკუშა შანავა 5 აპრილის საღამოს, კიევიდან იზიუმის მიმართულებით საბრძოლო პოზიციებისკენ მიმავალ ავტობუსში, კითხულობს საქართველოდან წამოღებულ წიგნს.
რატო მიღებო და ტაქტიკური ფარნის არამიზნობრივი გამოყენების გამო-თქო, ვეხუმრებოდი”, – წერს მაჭარაძე.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ შანავა იზიუმთან ბრძოლაში 11 აპრილს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი.
რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები სამშობლოში ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრაძელს .
