LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აეროპორტში მე თვითონ გავაცილე, მეგონა დაბრუნდებოდა…” – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ნიკა შანავას დედა

640
Untitled design (1)

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი –  21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი ვარშავიდან თბილისში გამთენიისას ჩამოასვენეს.

მებრძოლები საკუთარ სახლებში არიან დასვენებულები, 17 აპრილს კი მათ საგვარეულო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ნიკა შანავას დედამ “მთავარ არხთან” მებრძოლის სულისკვეთებაზე ისაუბრა და თქვა, რომ შვილი უკრაინაში აეროპორტიდან თავად გააცილა და ეგონა, რომ დაბრუნდებოდა:

“სულისკვეთება ჰქონდა და რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, თავის მიზანს მიაღწია. აეროპორტში ვნახე, მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა. ალბათ გულში რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი აისრულა. ყველაფერი ვიცოდი, ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ჩემთვის ტყუილი არ უთქვამს. ისიც ვიცოდი, სად მიდიოდნენ, როგორ მიდიოდნენ და ვერაფერი დავუშალე, იმიტომ, რომ სრულწლოვნები იყვნენ. ნიკუშა შეეწირა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს. ნიკუშა იყო და არის გმირი, გმირად დარჩება”, – თქვა ნიკა შანავას დედამ.

ნიკა შანავას ხვალ ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ ქართველი მებრძოლები – დავით მენაბდიშვილი და ზურა შანავა იზიუმთან ბრძოლაში 11 აპრილს დაიღუპნენ.

ნათია ფანჯიკიძე: “მთავრობა, ამ პატარა რომანტიკოს გმირს მიაგეთ პატივი, როგორც ეკადრება, აჯობეთ თავს, პატარა ბიჭისთვის მაინც ნუ დაგენანებათ”

ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი…ისე განვიცდი, როგორც საკუთარს: დომენიკ მანგო

„ერთ კაცზე მოდიოდა 20 ჭურვი“ – როგორ დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი უკრაინაში, რას ჰყვება დანაყოფის მეთაური