LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკუშამ და ლუკამ ბანკის სესხი აიღეს, რომ უკრაინამდე ბილეთის ფული ეშოვათ. ახლა უკვე ჩვენი ყველასი ვალია, გვერდში დავუდგეთ ლუკას…“

241
ლუკა შანავა

სოციალურ ქსელში არჩილ მაჭარაძე უკრაინაში მებრძოლი ძმები შანავებიდან ერთ-ერთის შესახებ წერს, ლუკა ბრძოლაში დაიჭრა და მას ფინანსური დახმარება სჭირდება. სამწუხაროდ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა ნიკა შანავა…

არჩილ მაჭარაძე წერს:

„ჩემმა მეგობრებმა რამდენიმემ მკითხეთ, როგორ შეგიძლიათ დახმარება.

ფინანსური დახმარების სურვილი ვისაც გაქვთ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ლუკას ანგარიშზე:

#GE07BG0000000525181867

მიმღები: ლუკა შანავა

ნიკუშამ და ლუკამ ბანკის სესხი აიღეს, რომ უკრაინამდე ბილეთის ფული ეშოვათ. ახლა უკვე ჩვენი ყველასი ვალია, გვერდში დავუდგეთ ლუკას, პირველ რიგში მორალურად და ასევე ფინანსურად. მას აქვს კანტუზია და მკურნალობაზე გვეხმარება კეთილი ხალხი, თუმცა წინ კიდევ ვინ იცის, რამდენი ხარჯი ელოდება.

ცოტას მოვიცლი და კიდევ ბევრს დავწერ ამ და სხვა გმირ ბიჭებზე, ვის გვერდითაც ბრძოლის პატივი მქონდა და მექნება. ეს არის კარპატსკა სიჩ, სპეცდანიშნულების რაზმი „თბილისი”.

(მე არ ვყოფილვარ წინა ხაზზე ბრძოლაში, შტაბში ვიჯექი ფრონტის ხაზიდან მოშორებით).

ასევე ბევრს ვიტყვი იმ ტიკტოკერა „მებრძოლებზე”, რომლებიც რუსების მაგივრად ლაიქებზე ნადირობენ დაღუპულ ბიჭებთან ოდესღაც შემთხვევით გადაღებული ფოტოებით, ან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით, ან კიდევ პოლიტიკური კარიერის აწყობას ცდილობენ. ამაზე მოგვიანებით. თავის დროზე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

მსუბუქი იყოს მშობლიური მიწა ქაჩასა და ნიკუშასთვის. თქვენს დაღვრილ სისხლს საქართველო არ დაივიწყებს, ძმებო“.

“აეროპორტში მე თვითონ გავაცილე, მეგონა დაბრუნდებოდა…” – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ნიკა შანავას დედა

ნათია ფანჯიკიძე: “მთავრობა, ამ პატარა რომანტიკოს გმირს მიაგეთ პატივი, როგორც ეკადრება, აჯობეთ თავს, პატარა ბიჭისთვის მაინც ნუ დაგენანებათ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები